„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტური და ეპატაჟური წევრის, გოჩა ჩერტკოევის შვილის ქორწილიდან მორიგ კადრებს „ინსტაგრამზე“ „გურამიშვილის მარანი“ ავრცელებს.
„ლევან და შენონ ჩერტკოევის ქართული ქორწილი გურამიშვილის მარანში!“ – წერს გვერდი და ულამაზეს კადრებს ავრცელებს.
ლევან ჩერტკოევის რჩეული შენონ ნილია, რომელიც ქორწინების შემდეგ მეუღლის გვარზე გადავიდა და ახლა სოციალურ ქსელში შენონ ჩერტკოევი უწერია.
ქორწილი ქართული ტრადიციული ელემენტებით იყო სავსე. უცხოელმა რძალმა ქართული სამოსი მოირგო.
ქორწილს არაერთი ცნობადი სახე ესწრებოდა.