ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ერთხელ, ვიქნებოდი ასე 25-26 წლის, ტელევიზიის დირექტორი ელდარ მდინარაძე მეძახის და მეუბნება, რომ ისრაელში უნდა გამიშვას დოკ. ფილმის გადასაღებად
პარალელურად ათი დღე ხელოვნებათმცოდნე თამილა მგალობლიშვილთან დავდიოდი და ისრაელში ქართული წარწერების, ტაძრების და ძეგლების ისტორიას ვსწავლობდი
მოკლედ წავედი გადავიღე, ჩამოვედი, ეთერში გავიდა და აქ უკვე ახალი ამბავი იწყება ერთი უკვე დოკუმენტალისტი ქალი რეჟისორი, ჩემზე ბევრად დიდი ასაკითაც და ბუნებრივია გამოცდილებითაც იწყებს წერილების წერას, რომ ეს ჩემი ფილმი არ ვარგა, ეს რა უბედურებაა, რეჟისორები ასეთ კადრებს ფილმებიდან ყრიან, რაში დახარჯა ტელევიზიამ ფული და აშ. ოღონდ არ გაჩერდა არასდროს, წერა და წერა მოკლედ არ დამელაპარაკა, არც რჩევა მომცა როგორც გამოცდილმა და უფროსმა, არც შენიშვნები მითხრა, არც არაფერი მირჩია
ამ ჩემმა ფილმმა რელიგიური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო
ზოგჯერ ზემოთხსენებული ადამიანების არსებობა აუცილებელია, რომ არ მოდუნდე და მეტი მოტივაცია გქონდეს “