ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე მოქალაქეებს სოციალური ქსელის მეშვეობით თავს გადახდენილ ისტორიებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად, ჟურნალისტი მორიგ სახალისო ამბავს იხსენებს:
„აეროპორტში რომ შევალ, პირველი რასაც ვაკეთებ, „დუტი ფრი“-ში უფასოდ ვისხამ სუნამოებს, რომელიც ტესტერის სახით დევს.
პარიზიდან მოვფრინავდი რამდენიმე დღის წინ და მესაზღვრემ როდესაც ჩემს პასპორტს ჩახედა, მერე მე ამომხედა და ღიმილით მითხრა:
-როდრიგეს?
-ნოუ, ლიკლიკადზე!
იმდენი იცინა მესაზღვრემ, კინაღამ გადატრიალდა სკამიდან. თურმე გულისხმობდა „ნარცისო როდრიგესი“ გასხია, ხომ?“ – წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.