“ჩემთვის ორივე ქვეყანა სითბოსთან და სიყვარულთან არის დაკავშირებული“ – დედით ქართველი და მამით ინდოელი ანასტასია ჯეირათი

მოდელი და ტელეწამყვანი ანასტასია ჯეირათი „პირველი არხის“ ეთერში საკუთარი წარმომავლობის შესახებ საუბრობს. როგორც ანასტასია აცხადებს, დედით ქართველი და მამით ინდოელია, შესაბამისად, ორივე კულტურა ძალიან უყვარს.

„დედით ვარ ქართველი, მამით ვარ ინდოელი. ინდოეთში ვცხოვრობდით რაღაც პერიოდი, ამიტომ ორივე ქვეყანა ჩემთვის სითბოსთან და სიყვარულთან არის დაკავშირებული და ძალიან მიყვარს.

ორივე კულტურა ძალიან მიყვარს, უბრალოდ ინდურში რაც ყველაზე ძალიან მომწონს არის ფერები“, – ამბობს ანასტასია.