“სტერეოტიპია, რომ ქალმა თუ რამეს მიაღწია აუცილებლად კაცების ან სხვა ორგანოების დახმარებით”

 პლასტიკური ქირურგი, ციცინო შურღაია პირად გამოცდილებას იხსენებს.

„მე თვითონ ვიყავი სტერეოტიპის მსხვერპლი, როდესაც ამ ქვეყნიდან წავედი და ვცხოვრობდი სხვა ქვეყანაში.

იყო ასეთი სტერეოტიპი, რომ საქართველოდან ჩამოსული ქალი ვერანაირ დისერტაცია ვერ დაწერს, საკმაოდ, პატარა ასაკში დავწერე სადოქტორო ნაშრომი, ჩემი ოპონენტი იყო ვიქტორ სალამანოვიჩ კრილოვი იყო.

 

 

მან პირდაპირ მითხრა – აბა, მითხარი, ვინ დაწერა შენი დისერტაცია?

საქართველოდან ჩამოსული ქალები დისერტაციას არ წერენო, მით უმეტეს, პატარა ბავშვი თუ გყავს, გამორიცხულია შენ დაგეწერაო.. არადა, ნამდვილად ჩემი დაწერილი იყო.

სტერეოტიპია, რომ ქალმა თუ რამეს მიაღწია, აუცილებლად კაცების ან სხვა ორგანოების დახმარებით.. როგორი სტერეოტიპის ქალები მოდიან ჩემთან? ვინც ჩემთან პლასტიკურ ქირურგიაზე მოდის, ყველას სურს 10 წლით უკან დაბრუნება..“ – ამბობს ციცინო შურღაია.