რვა მარტს „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში ძლიერი ქალები იმყოფებოდნენ სტუმრად. სტუმრებს შორის იყო ხათუნა ჟორდანია, რომელმაც შვილებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„დღეს ბევრ რამეზე მწყდება გული. არ მინდა, რომ თავის ქებაში ჩამეთვალოს, მაგრამ ბევრი ნიჭი მქონდა. ბევრი რამის გაკეთება შემეძლო. ახლაც სახლში ბევრ რამეს ვაკეთებ. ვხატავ, ვკერევ, ვქსოვ, ავეჯის რესტავრაციას ვაკეთებ. ბევრი რამეა, რასაც ვაკეთებ, სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. უსაქმოდ არასდროს ვარ, სულ რაღაცით ვარ დაკავებული. რაღაც ეტაპზე კარიერის ნაცვლად ავირჩიე ნინი. ჩემი პრიორიტეტი გახდა ნინი. მთელი ჩემი ენერგია და მთელი ჩემი ძალა ყველაფერი ნინიში ჩავდე. რამდენად კარგად გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ მე როდესაც ჩემ თავთან მარტო ვრჩები, ყოველთვის ვიცი, რომ ჩემი შვილისთვის მაქსიმუმი გავაკეთე. რასაც ვერ ვიტყვი ანასტასიაზე, იმიტომ რომ ანასტასია უფრო სხვანაირი ბავშვია და ისეთი დამოუკიდებელია და ისეთი ამაყია, ამდენი ამაგის მიცემის საშუალებას არ გაძლევს. ხანდახან მაქვს ხოლმე ფიქრები, ანასტასიას არ მოეჩვენოს, რომ ნინის უფრო მეტს ვუკეთებ, ვიდრე მას. თუმცა ნინისთან ერთად გავიზარდე და მიჩვეულია, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ვიყო ჩართული“. – ამბობს ხათუნა ჟორდანია.