25 მარტს ლელა კილაძემ დაბადების დღე აღნიშნა. ცნობილ სახეს 41 წელი შეუსრულდა. გრანდიოზული იუბილე მხოლოდ ცნობილი სახეებით არ ყოფილა გამორჩეული, ლელას დაბადების დღეს ესწრებოდნენ ყოფილი ქმრები – ნიკა მაჭარაძე, გიგი უგულავა და გუკა რჩეულიშვილი, ასევე მისი ახლანდელი შეყვარებული გიორგი ცაგარელი. კაცებმა ერთად საერთო ფოტოც კი გადაიღეს.