„მე თამაშის წინაც ვუთხარი მამარდას – მეთქი დღეს შენი დღეა და შენ გააკეთებ იმას რაც ბევრს არ გაუკეთებია“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის თქმით, გუშინდელ გადამწყვეტ თამაშში მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეუდარებლად ითამაშა. როგორც ქოჩორაშვილი იმედის დღესთან“ საუბრისას აცხადებს, თამაშის დაწყებამდე უთხრა მამარდაშვილს, რომ გუშინ მისი დღე იყო.

„როდესაც მამარდამ პენალტი აიღო, თითქოს ყველაფერი ჩვენს მხარეს იყო.. რომ მორჩა თამაში, პირველი რაც გავაკეთე, გიორგის ჩავეხუტე.. თამაშის წინაც ვუთხარი მამარდას „დღეს შენი დღეა და შენ გააკეთებ იმას, რაც ბევრს არ გაუკეთებია“. ვიცოდი, რომ მამარდა ამას იზამდა“, – აცხადებს გიორგი ქოჩორაშვილი.