საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა, მატჩი საქართველოს წარმატებით 4 – 2 დასრულდა. მატჩზე, ბოლო, გადამწყვეტი გოლი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა. შვილის შესახებ „რადიო ათინათთან” ნიკას დედა ნანა გერგაია კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს მისთვის საოცარი შეგრძნება იყო.
„ნიკას გოლი იყო გადამწყვეტი და საოცარი შეგრძნება ჩემთვის, როგორც დედისთვის. ყველა გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი, აუხსნელი წამები იყო, მაგრამ დედისთვის, წარმოგიდგენიათ, ალბათ, რა ხდებოდა ჩემს გულში. ჩემი მეუღლე მდუმარედ იყო მთელი თამაში და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა” – უთხრა ნანა გერგაიამ რადიო „ათინათს“.