“ისეთი კარგი ბიჭი ჩანს, დარწმუნებული ვარ, მთელ ცხოვრებას სულ სიხარულში გაგატარებინებს“

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელითაა ცნობილი, სამხრეთ კორეელ ბიჭზე დაინიშნა.

სოფია სოციალურ ქსელში გამომწერებს საქორწილო ფოტოსესიიდან ახალ კადრებს უზიარებს წარწერით: „ეს ფოტოები უნდა დავკიდოთ სახლში“. ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

ისეთი შეგნებული და კარგი ბიჭი ჩანს თომა, დარწმუნებული ვარ, სულ სიხარულში გაგატარებინებს მთელს ცხოვრებას. ულამაზესი პატარძალი ხარ ფოტოსესიაზე და აგვისტოში კიდევ უფრო მეტად იბრწყინებ შენს ქორწილში. ბედნიერებას გისურვებთ, მთელი გულით, სოფო“;

„ისეთი კარგი წყვილი ხართ, მგონი, ამ სურათებს მეც დავკიდებ სახლში. ბედნიერები იყავით!“ – წერენ სოციალურ ქსელში.

 

საგულისხმოა, რომ სოფიამ ნიშნობის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, მოულოდნელი ნიშნობის კადრები მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ ქორწილი 25 აგვისტოს გაიმართება. სოფია სეულში ცხოვრობს და მუშაობს. ქართველი ბლოგერის რჩეული კი მისივე კოლეგაა.