საოპერო შემსრულებელ ნინო სურგულაძის უსაყვარლესი ტყუპები იუბილარები არიან.
ნინო დაბადების დღიდან კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
ნატალიამ და ზაქარიამ საზეიმო ვითარებაში ტორტზე სანთლები ჩააქრეს.
„სიცოცხლეებო, სიყვარულებო, ბედნიერები ჯანმრთელები გაეზარდეთ დედიკოს და მამიკოს…უფალმა დაგიფაროთ მთელი ცხოვრება“…„ბედნიერი ბავშვობა ულამაზეს ბუთქუჩებს“, – ვკითხულობთ კომენტარებში.
ქართველ მეცო-სოპრანოს ტყუპები 4 წლის წინ შეეძინა. მისი მეუღლე ცნობილი მეცნიერის, გივი ინწკირველის შვილიშვილი, იურისტი გიორგი ინწკირველია.