სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს.
როგორც მიმართვიდან ვიგებთ, მას აღიზიანებს ეკრანიზებული გლოვა და სატელევიზიო სივრცეში ჭარბი რაოდენობით ამ საქმეზე მსჯელობა.
ასევე, ის აკრიტიკებს თამარის დედას, თეონა თამაზაშვილს, და ამბობს, რომ მშობელმა უნდა იცოდეს თუ სად მუშაობს შვილი.