„ფორტუნას“ გადაცემაში „ვარსკვლავური დუეტი“ ლენუკა ყიფშიძემ და კრისტი ყიფშიძემ გიორგისა და ქრისტის დაოჯახების ამბავი გაიხსენეს. როგორც აღმოჩნდა, ლენუკა ძმას კრისტის მოტაცებაში დაეხმარა.
კრისტი:
„ქობულეთში ვისვენებდი, მახსოვს, გიორგის სხვადასხვა ადამიანები ხუთი დღის განმავლობაში მაცნობდნენ “.
ლენუკა:
„მაშინ გიორგი მოვიდა და ჩვეული ემოციურობით თქვა, შეყვარებული ვარო.. მერე საშინელება ჩავიდინე, ცუდად მოვიქეცი, ასეთი რამ არასდროს გააკეთოთ.
კრისტი:
„უცხო ენებზე ვსწავლობდი, მომაკითხეს თეთრი „ნივით“. მცხეთაში უნდა ავსულიყავით მეგობრის დაბადების დღეზე. მითხრეს, მოგიტაცეთო“.
ლენუკა:
„მაშინ 14 წლის ვიყავი, მერე სინდისი დიდხანს მქენჯნიდა.“