რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ ქეთა თოფურიას ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაში სდებენ ბრალს. ამის მიზეზი კი საკუთარი შვილის დაბადების დღეზე მიყვანილი თხა აღმოჩნდა, რომელსაც როგორც ფოტოებზე ჩანს, წველის.
შვილის დაბადების დღეზე მომღერალმა სტუმრებს ერთ-ერთი ნომრის სახით თხის გამოწვის კონკურსი შესთავაზა და ვიდეო სოციალურ ქსელში ტექსტით გამოაქვეყნა:
„რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი იდეა კონკურსზე – მოდი, თხა მოწველელოთ.“
ამის გამო კი ქეთა თოფურიას ვიდეოს უამრავი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა: „ცხოველებსაც აქვთ გრძნობები და ისინი არ არიან სათამაშოები“ „საწყალი ცხოველი“ „შენი სათამაშოა?“ „ეს რა კოშმარი რამ მოგიფიქრებია“ – წერენ კომენტარებში.