მომღერალი თამარ ალადაშვილი 5 თვის ქალიშვილთან ერთად „პოსტალიონს“ ესტუმრა და აღნიშნა, რომ მის გოგონას უკვე ამოჩემებული სიმღერები აქვს:
„თუ ტირის ან ჭირვეულობს, გზაზე მირბის კურდღელს“ რომ უხსენებ, მომენტალურად იბადრება. კიდევ ფერებზე უყვარს სიმღერა და ალბათ, ხატვა ეყვარება… საუბრით და ღუღუნებით ეკონტაქტება მამიკოს. რომ დაინახავს, იწყებს ჭორაობას, მთელი დღის ემოციები შეუძლია გადასცეს ბგერებით და აგიჟებენ ერთმანეთს…“