ხვიჩა კვარაცხელია ახალ კადრებს გვიზიარებს

ხვიჩა კვარაცხელია ახალ კადრებს გვიზიარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გუნდის ვარჯიშის და გოლის აღნიშვნის ემოციური კადრები ვრცელდება.

ვიდეოს აზიარებს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც.

კომენტარებში გულშემატკივრების საოცარ კომენტარებს იხილავთ:

„გოლი და ასეთი აღნიშვნა გვინდა პორტუგალიასთან“…„გენაცვალეთ ლომებო! თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ და გმირები ხართ! აჩვენეთ პორტუგალიასთან რა შეგიძლიათ, უფალი გფარავდეთ“, – წერენ გულშემატკივრები.

ცნობისთვის, საქართველო-პორტუგალიის მატჩი ხვალ, 26 ივნისს გაიმართება.