ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე და მისი რჩეული, მსახიობი სალი კერატიშვილი, პირველ შვილს ელოდებიან.
სალი საზოგადოებამ, სერიალ, „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო.
გერმანიაში, საქართველო-ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ, საბა ლობჟანიძემ ცრემლები ვერ შეიკავა. ფეხბურთელი ბოლო მომენტში გაშვებულ საგოლე შანსს განიცდიდა.
საბა, ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. 29 წლის ნახევარმცველი თბილისში დაიბადა. მისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო.
2018 წლის აპრილში, ექვს თამაშში საბამ ექვსჯერ გაიტანა, რამაც მას თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოუტანა ქართველ ფეხბურთელებს შორის.
2023 წლის აგვისტოს დასაწყისში, კი ამწერიკაში MLS-ის კლუბ “ატლანტა იუნაიტედში” სამწლიანი კონტრაქტით გადავიდა.
ამერიკაში გადასვლიდან სამ თვეში, საბამ რჩეულს, სალი კერატიშვილს, სტადიონზე სთხოვა ხელი.
ისინი მალე პატარა გოგონას მშობლები გახდებიან.