საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ზურიკო დავითაშვილი მეორე ნახევრის, მია გზირიშვილის გაცნობის ისტორიას იხსენებს.
„რუბინში“, 1 თვე შეკრებაზე ვიყავი… ვიცოდი, რომ იქ არ ვრჩებოდი და სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი… ერთ ოთახში ვიყავით მე და კვარა. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდნენ. მე მარტო ვიყავი (იცინის). მე და ხვიჩა ისე აღარ ვიყავით, როგორც ადრე…
აღმოჩნდა, რომ ნიცას ჰყავდა დაქალი მია, ფოტოებში ვნახე და მომეწონა… დავგეგმეთ, რომ გავიცნობდი. მია ნიცას და კვარას დახმარებით გავიცანი. პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, რა განვითარებაც ექნებოდა… მია ბევრ რამეში დამეხმარა, მაშინ ძალიან რთული პერიოდი მქონდა…
ვამბობ, რომ დიდ ფეხბურთში დაბრუნების მეორე შანსი მომეცა, რაშიც მიას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის,“ – იხსენებს ზურიკო დავითაშვილი „ნოესთან“.