გადაცემა „დღის პოსტს“, რომლის დღის თემაც „სიყვარული და ასაკი იყო“, მომღერალი რუსუდან მუმლაძე სტუმრობდა.
რუსუდან მუმლაძემ საკუთარ სიყვარულის ისტორიაზე და სიყვარულში ასაკობრივ სხვაობაზე ისაუბრა:
„ჩვენს ურთიერთობაში ასაკი ბარიერი არ ყოფილა, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ისეთ ასაკში მივიღეთ, გააზრებული გვქონდა. იყო წინააღმდეგობებიც, მაგრამ ეს ბარიერი არც ყოფილა, მე-14 წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ და არც დღეს წარმოადგენს ბარიერს.
ზურა ბევრ ახალგაზრდას მირჩევნია, იმიტომ, რომ ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მას გენში აქვს, ზურა ასეთი იყო და ვინც დღეს ხვდება, ამბობენ, რომ ისევ ისეთია.
მე, შესაძლოა, მასზე უფრო შინაგანად ვიმოქმედე, ვიზუალურად კი კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და ეს ჩემი დამსახურება არ არის, ეს მისი გენების დამსახურებაა“, – აღნიშნა რუსუდან მუმლაძემ.