იუმორისტი ლევან გოგორელიანი, ცნობილი ზედმეტსახელით, „ფაქო“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლის შესახებ საუბრობს.
როგორც ის აღნიშნავს, მისმა მეორე ნახევარმა სრულიად შეცვალა და ბედნიერ კაცად აქცია.
„მეუღლემ ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალა. ძალიან ბევრი საერთო მიზანი აღმოგვაჩნდა, მათ შორის ის, რომ კარგი ოჯახი გვქონოდა. მეუღლემ ბედნიერ კაცად მაქცია, ვარ ორი შვილის მამაც და ღმერთის მადლობელი ვარ“, – საუბრობს ლევან გოგორელიანი.