“სიცოცხლით სავსე ადამიანი.. ლეგენდა კაცი“ – გივი სიხარულიძის ენერგიული ცეკვა ნინი ბადურაშვილთან ერთად

გადაცემა „პრაიმშოუ“ Facebook გვერდზე გვიზიარებს ვიდეოს, რომელშიც მსახიობი გივი სიხარულიძე გადაცემის წამყვანთან ნინი ბადურაშვილთან ერთად ენერგიულად ცეკვავს.

გამოქვეყნებულმა ვიდეომ ათასობით მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

„გივი მართლაც სიხარულის მატარებელი ადამიანია. სიცოცხლეს რომ უხალისებს ყველას“, „სიცოცხლით სავსე ადამიანია. გაიხარეთ. ღმერთმა ამრავლოს მისთანები 🙏💚❤“, „შეუდარებელი, წელში გამართული, ენერგიული. ბრავოო“, „აი ლეგენდა კაცი. უკვდავი იყავით ბატონო“ – წერენ სოციალურ ქსელში.