“გამოდით დღეს და ღია ეთერში ბოდიში მოუხადეთ დიმა ობოლაძეს და მოქალაქეებს მაყურებელს ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გამო“

პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

„აღმოჩნდა რომ დიმა ობოლაძეს არ მიუმართავს ბუდუ ზივზივაძისთვის ( როგორც თავად ბუდუმ განაცხადა). ჰოდა ეს რაც გუშინ ტვ ეთერში ხდებოდა, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ხომ არ გმართებთ “ზოგიერთს”( ბევრს ეხება)ისტერია იყო სრული , რაც ბუნებრივია ყველამ დაიჯერა და უკიდეგანო  ლანძღვა მოჰყვა დიმა ობოლაძის  მიმართ…მოქალაქეებს  ინფორმაციას როცა აწვდით, როცა ინფორმაციას აწვდით  აუდიტორიას ტვ არხები , ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აჯობებს , სანამ ადამიანს  დაანგრევთ  და “დამარხავთ” სახელისუფლო  პროპაგანდისტულ არხს ხომ არ უნდა  დაემსგავსოს ?! რა უბედურებაა ეს! !!!!!!!

ბუდუ  ზივზივაძე ოქრო და ბრილიანტი ხარ , საამაყო ვარსკვლავი !

P.S გამოდით დღეს და ისეთივე რიტორიკით ღია ეთერში ბოდიში მოუხადეთ დიმა ობოლაძეს და მოქალაქეებს, მაყურებელს, ასე ზიანის მომტანი  ცრუ ინფორმაციის  გაცემის გამო. 

წესი და რიგი ასეა !რასაც ვებრძვით იმას ნუ დავემსგავსებით!“