„ღმერთმა დალოცოს ჩვენი სპორტსმენები და ჩვენი ქვეყანა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი წერს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი, მამა შალვა კეკელია და სხვა სასულიერო პირები ჩანან.
როგორც ჩანს ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარს სტუმრობდა.