“გიოს დაკარგვამდე და დაკარგვის დღეებში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა…“

პრო­ფე­სორ გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლე ირმა მა­ლა­ცი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმ სა­გუ­ლის­ხმო ნიშ­ნებს და დე­ტა­ლებს უზი­ა­რებს, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცის და­კარ­გვის დღე­ებ­ში შე­ნიშ­ნა.

გიოს დაკარგვამდე და დაკარგვის დღეებში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მინდა, რომ გაგიზიაროთ, იქნებ ასეთ დროს ძალიან გვჭირდება, დავიჯეროთ, რომ სიცოცხლე სადღაც სხვა ფორმით გრძელდება:
1. დაკარგვამდე ორი დღით ადრე, სამაჯურზე დამაგრებული ჯვარი ხელში ჩამატყდა;
2. დაკარგვის მეორე დღეს სახლში დიდი, შავი პეპელა შემოფრინდა. ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ და მსგავსი არ მახსენდება. იფარფატა კარგა ხანს და გაფრინდა;
3. როცა ლილოსთან, სოფ.ნასაგურში წავედი, საიდანაც იყო ზარი, თითქოს იქ დაინახეს, ბოლო გაჩერებაზე მივედი. დიდი მოედანი იყო. ირგვლივ ყანები აკრავდა და ერთადერთი სახლი იდგა, დიდი ეზოთი. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. უცებ ეზოდან, დიდმა შავმა ძაღლმა პირი ჩემსკენ იბრუნა, და ისეთი საშინელი ყმუილი დაიწყო, მეგონა, რომ მელაპარაკებოდა. ჩემს გარდა იქ გადამღები ჯგუფიც იყო და სხვა ადამიანებიც, ის კი მე „მელაპარაკებოდა“. მეგონა, რომ მეხმა გამიარა, ისეთი საშინელი მოსასმენი იყო. მაშინ მივხვდი, რომ გიო ალბათ ცოცხალი აღარ იყო. დავუწყე ყვირილი, გაჩუმდი მეთქი, ის კი ყმუოდა და ყმუოდა.
4. მთელი თვის მანძილზე უბნის ძაღლები ჩემს ფანჯარასთან ყმუოდნენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ.
5. როცა თემქაზე დავიწყეთ ძებნა, წერეთლის მონუმენტთან, და ცხადია, უშედეგოდ, სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ სამზარეულოში გვიკიდია კალენდარი, რომელზეც წერეთლის მონუმენტია გამოსახული.
6. მათე ორ თვეზე მეტია ამბობდა, მამა კვდებაო. სკოლაშიც უთქვამს, მაგრამ ვფიქრობდით, ავად რომ გახდა, ამიტომ ამბობსო. არ ვიცი, შესაძლოა მართლა აქვს რაღაც უნარი.
7. ძიების ბოლო ღამეს, წამით ჩამთვლიმა და თითქოს რაღაც კადრი განათდაო, გიო სანაიას სახე ამოვარდა და ჩაქრა. გიჟივით გამომეღვიძა. ჩვენი საერთო მეგობარი იყო.
პს. არ ვიცი, რატომ გიყვებით ამას. მაპატიეთ, თუ თავს გაბეზრებთ, უბრალოდ, გაზიარება მინდა. ეს ცოტას მეხმარება.