საბრინა კარპენტერის ერთ-ერთ ბოლო კონცერტზე უხერხული, თუმცა, სახალისო სიტუაცია შეიქმნა. ამერიკელმა მომღერალმა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც პუბლიკიდან სიტყვით გამოსვლას სთხოვდა, სურვილი შეუსრულა. არტისტმა მსმენელს ჰკითხა, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა ის საღამოზე, რაზეც პასუხი იყო – დედა. ამის გაგებამ როგორც შემსრულებელს, ისე სხვა დამსწრეებს გული აუჩუყა, მაგრამ მთავარი სიურპრიზი წინ იყო.
24 წლის მომღერალი დაინტერესდა, რის გამო იყო გოგონა გულგატეხილი, რისთვისაც ის საჯაროდ საუბარს ითხოვდა. მიზეზი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
,,დედაჩემი ჩემ ბოიფრენდთან იწვა, თუმცა მან არ იცის, რომ მე ეს ვიცი” – განაცხადა 21 წლის პალომამ, რაზეც საბრინამ სიცილი ვერ შეიკავა, სცენაზე დავარდა და აუდიტორიასთან ერთად დიდხანს ხარხარებდა.
@dimondsforeverr “My mom slept with my boyfriend and she dosen’t know i know” 😳🫢 last night unSabscribe !! @sabrinacarpenter & Paloma video credit to: bocasair on twitter #emailsicantsendtour #emailsicantsend #sabrinacarpenter #fyp #pov #gaconcerts #unsabscribe #crazystory