“გუშინდელი 1/4-ფინალების შემდეგ ტვიტერზე უცხოელი გულშემატკივარები, საქართველოს ევროპაზე დაბრუნებას ითხოვენ, – ამის შესახებ ფეისბუქმომხმარებელი ია ხაჟომია სოციალურ ქსელში წერს და სქრინებს აქვეყნებს, სადაც უცხოელი გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დაბრუნებას ითხოვენ.
“გუშინდელი 1/4-ფინალების შემდეგ ტვიტერზე უცხოელი გულშემატკივარები, საქართველოს ევროპაზე დაბრუნებას ითხოვენ 🥺
თხოვნა იქნება ყველამ გავაზიაროთ. ❤️”, – წერს ია ხაჟომია.
“საქართველოს გარეშე ეს ტურნირი მოსაწყენია! დააბრუნეთ საქართველო!”, “მოკვეთეთ ორივე და დააბრუნეთ საქართველო!”, “მორიგი ამაზრზენი მატჩი დიდი გუნდების შესრულებით! დააბრუნეთ საქართველო და ავსტრია!”, “პენალტებიც კი მოსაწყენი იყო! დააბრუნეთ საქართველო!”, – წერენ უცხოელი გულშემატკივრები.