“ვსწავლობ ადამიანთან, რომელმაც თავის დროზე ბრედ პიტი აღმოაჩინა, მოკლემეტრაჟიან ფილმში უკვე გადამიღეს…“

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები „მთავარი არხის“ გადაცემას „შენი დილა“ სტუმრობდნენ, სადაც „კარბონარა“ და სალათი „კაპრეზეს“ ქართული ვერსია შესთავაზეს მაყურებელს და ამავდროულად, მათ ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს.

ნანუკა გოგიჩაიშვილი:

„აგვისტოდან ამერიკაში სწავლას ვუბრუნდები, მსახიობობის სწავლა დავიწყე, რაც ჩემი ცხოვრების ოცნება იყო,  თუმცა აქამდე ვერ მოვახერხე, ვინაიდან სხვადასხვა პროფესიებით ვიყავი გატაცებული თუ დასაქმებული. მოკლემეტრაჟიან ფილმში უკვე გადამიღეს…

სწავლას აგვისტოდან გავაგრძელებ, ძალიან სერიოზულ სკოლაში ვსწავლობ, ადამიანთან, რომელმაც თავის დროზე ბრედ პიტი აღმოაჩინა, 80 წლის ქალია და მისი სახელი მთელმა ჰოლივუდმა იცის, სწორედ ამ ადამიანთან ვისწავლი 70 საათი კამერებთან მუშაობას, მან უნდა მასწავლოს ყველაფერი, რაც ამ სფეროს უკავშირდება, როგორ წავიკითხოთ როლი, როგორ ვიცხოვროთ როლში და ა.შ

მოკლედ, იმ სამყაროში შევაბიჯე, რომელზეც სულ ვოცნებობდი“

ნინი გოგიჩაიშვილი:

„სექტემბრიდან Fashion tv- თან ერთად ახალ გადაცემას ვიწყებთ, უფრო მეტად ხანგრძლივი თემატიკის, მოწვეული სტუმრებით და პირველად, fashion tv-ის ისტორიაში იქნება პატარა ვერტიკალი, რომელსაც გავუძღვები მე…“