საქართველოს ნაკრების წევრის, ოთარ კაკაბაძის მეორე ნახევარი მარიამ ჩავლეიშვილი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა, სადაც მან მეუღლის შესახებ ისაუბრა.
“არ არის მითი, რომ სპორტსმენის მეუღლეობა რთულია. უნდა შეუწყო ხელი, კვებით, რაციონით, ძილის რეჟიმით, უნდა ჰქონდეს თავისი კუთხე, სივრცე, მოისვენოს.
ზოგადად ოთო ძალიან ჩართული მამაა, ცდილობს, იოანესთან დიდი დრო გაატაროს“, – ამბობს იგი.
როგორც ოთარ კაკაბაძის მეუღლე გადაცემაში აღნიშნავს, მას საკუთარ პროფესიაზე უარის თქმა მოუწია.
“მომიწია ჩემს პროფესიაზე უარის თქმა, სამწუხაროდ. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, თუმცა არც ერთი წამით არ ვნანობ, რადგან ძალიან დიდ კომფორტში მამყოფებს ჩემი მეუღლე. ოთო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია, ის თავის მხრივ მამყოფებს კომფორტში, მე – ჩემი მხრივ…“ – ამბობს მარიამ ჩავლეიშვილი.