მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი 42 წლის გახდა. მან კადრები წვეულებიდან მეგობრებსაც გაუზიარა, მოგვიანებით კი კანში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. შორენა ზაფხულს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. მასთან ერთადაა მისი და, ლელა ბეგაშვილიც.
რთული პერიოდის დროს შორენას გვერდით იყო მისი და, ლელა ბეგაშვილი, რომელიც სამკურნალოდ თირქეთში წასულ დედა-შვილს თან ახლდა. ლელა დის გვერდითაა ბედნიერ მომენტებშიც – ის შორენასთან ერთად კანში იმყოფება და დაბადების დღის წვეულებასაც ესწრებოდა. ლელა ბეგაშვილი იურისტია და რუსთავში ცხოვრობს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ლელა და შორენა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.