ქუთაისელი ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ერთ-ერთ კომპანიას გაუნაწყენდა, რომელმაც ქუთაისზე უკბილოდ იხუმრა.
,,ერთ-ერთმა კომპანიამ (არ დავწერ მის სახელს, რადგან უკვე წაშალეს, მიხვდნენ დანაშაულს და არ მოვახდენ ბიზნესის დისკრედიტაციას) დღეს მეტად „კრეატიული“ პოსტი აჩუქა ქუთაისელებს. რაღაც აქცია ჰქონდათ და ასე დაიწყეს: „ძვირფასო ქუთეისელებო“.
მინდა გითხრათ, ძვირფასო მეგობრებო, აწი ვინც დააპირებთ ხუმრობას, არასოდეს გვიწოდოთ „ქუთეისი“. იმიტომ კი არა, რომ 3500 წლის ვართ, ყველაზე ძველი ქალაქი ვართ საქართველოში და ევროპის უძველეს ქალაქთა ხუთეულში ვართ, უბრალოდ იმიტომ, რომ ქუთაისი გვქვია და დაგვიძახეთ ის, რაც გვქვია.
ასეთი და მსგავსი ხუმრობები ჩვენს ქალაქზე, ძალიან გთხოვთ, დაიკურკუშალეთ კარგად და გაირჭვეთ ერთ ადგილზე. იუმორი იმდენი გვაქვს, აღარ ვიცით, სად წავიღოთ, მაგრამ პატივი ვცეთ ერთმანეთის ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, რეგიონებს”, – დაწერა ლიკლიკაძემ ,,ფეისბუქში”.