მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მორიგ, ცეცხლოვან ფოტოებს უზიარებს გამომწერებს.
როგორც ფოტოებიდან ირკვევა იგი საყვარელ ადამიანთან ერთად რომში მოგზაურობს.
„რომანტიკული უიკენდი ჩემს საყვარელ ბიჭთან ერთად უკვე 5 წელია. გილოცავ იუბილეს პატარავ, მიყვარს როცა გხედავ ბედნიერს და მხიარულს! ეს არის ჩემი მთავარი სამუშაო 2019 წლიდან“, – წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
ცნობისთვის, დავით კოდუა და ალექსანდრა პაიჭაძე ერთად ყოფნის 5 წლის იუბილეს აღნიშნავენ.