“სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი“ (ვიდეო)

7 გზის მსოფლიო და 6 გზის ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ქართველო ჰალკი, იგივე ლევან საგინაშვილი ცოტა ხნის წინ რჩეულზე დაქორწინდა.

როგორ შეიცვალა ჰალკის ცხოვრება დაქორწინების შემდეგ? – ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ, სპორტსმენი გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად.

“ძალიან კარგია, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრობ. ძალიან მივლის და ძალიან მიყვარს. ორი წელია ერთად ვცხოვრობთ და დროც არ მაქვს, ჩემი განრიგიდან გამომდინარე ქორწილი, რომ გადავიხადოთ. სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი“, – ამბობს ქართველი ჰალკი.