ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი გადაცემა „სთორის“ სტუმარია.
გადაცემის ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ ნუკი გულახდილად საუბრობს პირადზე.
„რატომ იძახი ხოლმე, რომ გაქვს ცელულიტი“, – მიმართა წამყვანმა თათია შარანგიამ ნუკის.
„ვაიმეე, აი, მითხარით, არის თუ არა ეს ცელულიტი… (კითხულობს ნუკი).. მოგცემთ ყველაზე მაგარ რჩევას, როგორ არ უნდა შეგაწუხოს სხვისმა ნათქვამმა.. გარყვნილი ტვინით გავთხოვდი… მეორე ბავშვიც მინდა.. ხო ვიყავი ორსულად და მომეშალა. ძალიან ნერვები მომეშალა, ასე რომ მოხდა. ახლა უნდა გამეჩინა“, – ამბობს ნუკი გადაცემის ანონსში.
გადაცემა “სთორი” შაბათს, 27 ივლისს, 21:00 საათზე გავა, COMEDY GROUP არხზე.