“მთელი ცხოვრებაა მის სიმღერებს ვმღერი, განსაკუთრებული მომენტი იყო მასთან შეხვედრა“

მომღერალი ნუცა ბუზალაძე კანადელ მუსიკალურ პროდიუსერთან დევიდ ფოსტერთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.

„მთელი ცხოვრებაა მის სიმღერებს ვმღერი! ✨ ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო მასთან შეხვედრა და ჩემი ისტორიის გაზიარება ✨♥️“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა.