თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ გასულ ეპიზოდს მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სტუმრობდა.
გადაცემაში ნუკიმ საკუთარ ოჯახზე, კარიერასა და ამერიკულ ცხოვრებაზე ისაუბრა და ასევე გულწრფელად უპასუხა წამყვანის შეკითხვას – რას არ გააკეთებს არასდროს, არაფრის ფასად:
„ბევრ რამეს არ გავაკეთებ არასდროს, არაფრის ფასად. ბავშვს არ მივატოვებ არასდროს, არაფრის ფასად, სულ რომ მილიარდი მომცენ – არ გავყიდი. ვერასდროს, ვერაფრის ფასად ვერ ვუღალატებ ჩემს სამშობლოს.
არასდროს არ ვიტყვი ვიღაცაზე ცუდს“, – აღნიშნავს ნუკი კოშკელიშვილი.