“მართალია უკვე დავბრუნდი სარდინიადან, მაგრამ მაინც გაგიზიარებთ ლამაზ კადრებს”

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი ულამაზესი სანაპიროებით გამორჩეულ იტალიის კუნძულ სარდინიაზე ისვენებდნენ.

წყვილის იტალიური არდადეგები დამთავრდა და შთამბეჭდავ კადრებს მარიამი გამომწერებს უზიარებს.

„მართალია, უკვე დავბრუნდი სარდინიადან, მაგრამ მაინც გაგიზიარებთ ლამაზ-ლამაზ კადრებს ჩემი იტალიური არდადეგებიდან, “ – წერს მარიამი.

ცნობისთვის, სოფი ლორენის ვაჟის, ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია უკვე სამ წელს ითვლის.