“ვერ წარმოიდგენთ გოგო შვილიშვილს როგორ ვნატრობდი“

რეზო ჩხიკვიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს გოგონა შვილიშვილის შესახებ, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, მისი დიდი ნატვრა იყო:

„ბაბუობამ ფრთები შემასხა. თან, ორმაგი სიხარულია ის, რომ ჩემი შვილიშვილი გოგოა. შვილები ბიჭები მყავს და, ვერ წარმოიდგენთ, გოგო შვილიშვილს როგორ ვნატრობდი. კიდევ სხვა რეზო აღმოვაჩინე ჩემში. ბაბუა რომ ხდები, რაღაც პრიორიტეტები იცვლება, იმას, რაც შვილებთან გამოვტოვე, ახლა შვილიშვილთან გავდივარ…“