ბათუმში აჩიკო ბერიძის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. საღამო დავით მაზანაშვილის ბენდისა და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრის თანხლებით ჩატარდა.
მაყურებელმა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერების ახლებური ვერსიები მოისმინა, შედგა არაერთი ახალი სიმღერის პრემიერა.
ანსამბლ “ალილოს” წევრი საბა კემულარია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„ახლობელმა მკითხა ერთხელ. რა არის ზოგადად ალილოო, როგორები ხართ სცენის მიღმაო. აჩიკოს განუმეორებელი კონცერტის დროს კულისებიდან გია დავითიანი. ეს არის “ალილო”, ერთი დიდი ოჯახი. აჩი ვამაყობთ შენით!“,-წერს კემულარია.