“ვაიმე როგორ უყვარხარ შვილიშვილს იცი?“ – ლაშა ბექაურის და მისი ბებიის უთბილესი ვიდეო

„ვაიმე, როგორ უყვარხარ შვილიშვილს იცი?“, – ამ სიტყვებით ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ბებიას მიმართავს.

სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები ახლავს.

„შენმა გამზრდელმა გაიხაროს, საუკეთესო ვაჟკაცი რომ გაგზარდა. სითბოს და სიყვარულს ასხივებ ბექაურო ❤️❤️❤️“, „ეს ბიჭი საჩუქარია ყველასთვის ❤“, „გაუმრავლდი ბებოს❤❤❤ შვილთაშვილებს მოასწარი უფალი გფარავდეს🙏❤❤“, „ამ ბიჭმა იმით კი არ შეაყვარა ხალხს თავი რომ ძლიერი სპორტსმენია!! თავისი სითბოთი და სიყვარულით გახდა ყველასთვის მიმზიდველი და საყვარელი ახალგაზრდა. დღეს იმდენად განელდა სიყვარული ხალხში რომ ეს ბიჭი ანათებს ყველგან და ყველასთვის“, – წერენ სოციალურ ქსელში.