მწერალი კონოსცენარისტი ნესტან ნენე კვინიკაძე ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:
„ერთხელ გამოძახებულმა ელექტრიკოსმა მუშაობის დროს მითხრა: წყნეთში ერთ ოჯახში დენის ჩასაჭრელად გამაგზავნეს; ფიცრულის კარი ბავშვმა გამიღო და იქვე დავინახე ლოგინად ჩავარდნილი ბებიაო. ვერ ჩავჭრიდი დენს იქ, სადაც ელექტროქურაზე საჭმელს პატარა ბიჭი ამზადებსო.
ამ კაცს ხელფასიდან თანხა ჩამოაჭრეს. გაბრაზდა და სამსახურიდან წამოვიდა.
მითხრა: აღარ მიდარდია. სხვა შემთხვევაში ღამე რა დამაძინებდაო.“