გიორგი ყიფშიძე კლინიკიდან ვიდეომიმართვას აქვეყნებს

მსახიობი გიორგი ყიფშიძე, რომელმაც ბიშკეკის ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო კურსები გაიარა, სოციალურ ქსელში საზოგადოებას ესაუბრება.

როგორც გიორგი ამბობს, მწარე ცხოვრების შემდეგ მკურნალობის კურსის გავლა და გამოჯანმრთელება ძალიან ტკბილია.

„ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა. მწარე ცხოვრების შემდეგ, ეს ყველაფერი ისეთი ტკბილია“, – საუბრობს გიორგი ყიფშიძე.