საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ფეხბურთელ ლაშა დვალს და მის მეუღლეს მაკა ბუაჩიძეს ქალიშვილი შეეძინათ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში GEO TEAM-ი ავრცელებს.
წყვილმა გოგონას მატილდა დაარქვა.
წყვილი ახალშობილთან ერთად გადაღებულ პირველ ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
შეგახსენებთ, მაკა ბუაჩიძეს და ლაშა დვალს ასევე ჰყავთ უფროსი ქალიშვილი – მილი.