“შეუდარებელ ფორმაში ხარ“ – სალომე ღვინიაშვილი ნიცაში მოგზაურობის კადრებს გვიზიარებს

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი საფრანგეთში მოგზაურობს. მოდელი საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს.

მოდელმა ახლახან სოციალურ ქსელში ნიცაში, ქალაქის ქუჩებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებში სალომე ღვინიაშვილი ქვეითთა გადასასვლელზე, შავ კაბაში გამოწყობილი პოზირებს. მოდელი არაჩვეულებრივ ფორმაშია.