ნახეთ თათა გიორგობიანისა და მისი რჩეულის რომანტიკული კადრები სანაპიროდან

თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში რჩეულთან, კონსტანტინე მოსიძესთან ერთად სანაპიროზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

მომღერალი როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზია და უბრალოდ ანათებს.

„როცა ორ ადამიანს შეხედავ და მათი თვალებიდან სიყვარული იღვრება, ამაზე ლამაზი ალბათ, დედამიწის ზურგზე არაფერია… სიცოცხლეც ხომ მხოლოდ სიყვარულით და სიყვარულის გამო მოვიდა ჩვენამდე.

ბედნიერებაა, თუ ერთხელ მაინც განიცდი შენში მას; გულწრფელად, ღრმად, სულისშემძვრელად…“, – წერს თათა გიორგობიანი.