“იჩხუბონ, მაგრამ აპატიონ… ერთმანეთს შეეჯიბრონ ვინ მეტს დათმობს”

ყველასთვის საყვარელი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი მეუღლესთან, ნათია გოგოჭურთან ერთად “ჩვენი ოჯახის” სტუმარი იყო. წყვილი 50-წლიანი სიყვარულის შესახებ საუბრობს და ახალგაზრდებს რჩევებს აძლევს.

„იჩხუბონ, იჩხუბონ, მაგრამ აპატიონ. ერთმანეთს შეეჯიბრონ, ვინ უფრო მეტს დათმობს. ჩვენც რომ ვიჩხუბეთ, აღარ არის საჩხუბარი და რაღაზე ვიჩხუბო“, – ამბობს ზაზა კოლელიშვილი.