სალომე კორკოტაშვილი მეორე შვილს ელოდება

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (სასცენო სახელით სალიო) მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაამხილა და გამომწერებს ვიდეო გაუზიარა.

მომღერლის მეგობრები და გულშემატკივრები სასიხარულო სიახლეს ულოცავენ. როგორც ირკვევა, სალიო გოგონას ელოდება.

„სალიო, რა მაგარი ამბავია და რა მაგარ ფორმაში ხარ“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.

ცნობისთვის, სალომე კორკოტაშვილის მეუღლე ინგლისელი, პროფესიით ჟურნალისტი და ლიტერატორი რიჩარდ ჰოვარდია.

პირველი ოჯახი სალომემ 16 წლის ასაკში შექმნა, მისი რჩეული ტოტო კალანდაძე გახლდათ. მომღერალს პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს.