ცისანა სეფიაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ის ადამიანებს მოუწოდებს, დატკბნენ საკუთარი ცხოვრებით.
„სამწუხაროდ, არის რეალობა და დღეს, ბედნიერი წყვილები, ლამაზი ქალები, წარმატებული სპორტსმენები, ყველაზე მეტად ხდებიან ნეგატივის მსხვერპლნი. არსებობენ ჩვენ გარშემო ადამიანები, რომლებიც სხვისი ბედნიერებით ვერ ტკბებიან. ეს მათი ტრაგედიაა და მინდა გითხრათ: დატკბით სხვისი ბედნიერებით და თქვენს ცხოვრებაშიც მოვა ბედნიერება. ბოღმითა და ღვარძლით თქვენ ბედნიერები ვერ იქნებით. სამყარო არის ბუმერანგი – რასაც გაუშვებთ, ის გიბრუნდებათ. შეიძლება, გვიან, მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნდებათ. როცა დაბოღმილი სხვის ბედნიერებას ვერ ირგებთ, მაშინ ბედნიერებას ნურც ელით.
გიხაროდეთ და გაბედნიერებდეთ სხვისი ბედნიერება, ისწავლეთ სხვისი წარმატებით ტკბობა, ნუ იქნებით ბოღმიანები და აუცილებლად გაიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას. თუ გულში ღვარძლი და ბოღმაა, ოცი წლის ასაკშიც დაბერდები ადამიანი. ამიტომ, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, გიხაროდეთ სხვისი კარგი, ნუ დახარჯავთ დროს სხვებზე უარყოფითი კომენტარების წერით და დამიჯერეთ, თავადაც ბედნიერი იქნებით“, – აღნიშნავს ცისანა სეფიაშვილი.