“მადლობა ამ სიკეთისთვის და გვერდში დგომისთვის“ – აშშ-ში დათი ქოქრაშვილის მხარდამჭერი საქველმოქმედო საღამო გაიმართება

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად, 8 სექტემბერს, აშშ-ში, ბრუკლინში მდებარე Irina Dance Academy-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

საქველმოქმედო საღამოს შესახებ ვიდეომიმართვას Irina Dance Academy სოციალურ ქსელში ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დათი ქოქრაშვილს გვერდში დაუდგეს.

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდით დგომა, მეგობრებო, დავდგეთ ჩვენი სუპერგმირის გვერდით. 

კონცერტზე გამოვლენ აშშ-ში მოღვაწე მომღერლები და მუსიკოსები. დათისთვის ყოველი ჩვენთაგანის გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია“, – წერია მიმართვაში.

აღნიშნულ ინფორმაციას სამადლობელი სტატუსით ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება დათი ქოქრაშვილის მამა:

„როდესაც სიტყვებიც ზედმეტია. მადლობა ამ სიკეთისათვის, მადლობა ასე გვერდში დგომისთვის“, – წერს ირაკლი ქოქრაშვილი.