წყალტუბოში, სადარბაზოში გველი იპოვეს  

წყალტუბოში,  თამარ მეფის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გველი იპოვეს.

-„მიმდინარე თვეში, ეს ქვეწარმავლის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა. სადარბაზოში დავინახეთ, საკბენად წამოვიდა, მეზობლის ბიჭი რომ არ ყოფილიყო და არ მოეკლა, ალბათ, მიკბენდა.  გვიშველეთ, სადარბაზოში მოძრაობის გვეშინია,“ – აცხადებენ კორპუსის მცხოვრებლები.