“ჩვენი ბოლო ფოტო დეე… თურმე ორ საათში სამუდამოდ აპირებდი ჩემს მიტოვებას შვილო“

22 აგვისტოს მდინარე მტკვარში მოზარდი დაიხრჩო.

როგორც ცნობილია, გოგონა მდინარეში საბანაოდ იმყოფებოდა.

მოზარდს წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. შემთხვევა გორში მოხდა.

შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე კომენტარს მარიამის დედა სოციალურ ქსელში აკეთებს.

„ჩვენი ბოლო ფოტო დეე…ჩემო ანგელოზო, დედიკო…თურმე ორ საათში სამუდამოდ აპირებდი ჩემს მიტოვებას შვილო…

“იცით? სულ მიკვირდა…შვილები რომ ეღუპებათ სად სცალიათ ფეისბუქზე ყოფნისთვის ან ამის თავი როგორ აქვთ-თქო…ეგეც გამომაცდევინა უფალმა…კი ჰქონიათ…აქ უფრო ადვილია თურმე, დარდის და ტკივილის ამოთქმა ხმადაბლა…მერე ხედავ სხვები როგორ გიმსუბუქებენ ტკივილს და თავს ძალას ატან რომ იცოცხლო…გაუძლო….რას აღარ გავუძელი ცხოვრებაში..ადამიანი ყოფილა ქვა!!! ამასაც გავუძლებ!!! თქვენ კი, მადლობა რომ ჩემთან ხართ…უფალმა ყველას აგაცილოთ ეს სიმწარე…მაძლიერებთ, ყველა თბილი სიტყვა ძალას მაძლევს და ვხვდები, რომ უფლება არ მაქვს დავნებდე…მადლობა ამ მორალური მხარდაჭერისთვის..უფალი ფარავდეს თქვენს შვილებს და ჩემი შვილი ყოფილიყოს უკანასკნელი ბავშვი, ვინც ასე ნაადრევად გაფრინდა ზეცაში…“ – წერს ნანუკა.